იაპონური ენის კურსები

იაპონური ენისა და კულტურის ცენტრში იაპონური ისწავლება JLPT – იაპონური ენის განმსაზღვრელი ტესტირების მიხედვით. იაპონური ენის დონეების და JLPT-ის ტესტირების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე

*გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ Covid19-ის გამო, გაკვეთილები ტარდება ონლაინ რეჟიმში.

პირველი კურსი JLPT N5+N4 საწყისი დონე

კურსის ხანგრძლივობა: 1 წელი 

პირველ კურსზე იაპონური ენისა და კულტურის ცენტრში სტუდენტები შეისწავლიან ორი დონის მასალას (N5-N4).

თორმეტი თვის განმავლობაში შეისწავლება იაპონური ანბანი ჰირაგანა, კატაკანა, გრამატიკა და 300 იეროგლიფი.

თავდაპირველად ენას შეგასწავლით ქართველი სენსეი, კურსის დაწყებიდან 6-7 თვეში კი სწავლის პროცესს შემოუერთდება იაპონელი მასწავლებელიც.

კურსის მიზანია, რომ სტუდენტებმა 1 წლის განმავლობაში შეძლონ იაპონურად მარტივი სასაუბრო დიალოგების წარმართვა, წერა-კითხვა და ასევე ზოგადად გაეცნონ იაპონურ კულტურას.

მეორე კურსი JLPT N3 საშუალო დონე

კურსის ხანგრძლივობა: 1 წელი და 5 თვე

მეორე კურსზე ისწავლება JLPT N3-ის მასალა

კურსის მიზანია, რომ სტუდენტებმა შეძლონ იაპონურად საშუალო დონის სასაუბრო დიალოგების წარმართვა და წერა-კითხვა გამართული ინტონაციით. ამავდროულად ისწავლონ შედარებით რთული გრამატიკული კონსტრუქციების გამოყენება და ჩამოუყალიბდეთ იაპონურად სწრაფად საუბრის უნარი. კურსის განმავლობაში სტუდენტები სწავლობენ 400 იეროგლიფს და იაპონური კულტურის დამახასიათებელ მნიშვნელოვან დეტალებს.

მესამე კურსი JLPT N2 მაღალი დონე

კურსის ხანგრძლივობა: 2 წელი 3 თვე 

კურსის მიზანია, სტუდენტებმა შეძლონ რთული დიალოგების წარმართვა და რთული ტექსტების წერა-კითხვა, ისწავლება მაღალი საფეხურის გრამატიკა, ასევე შეისწავლიან დამატებით 500 იეროგლიფს. ძირითადი ყურადღება ეთმობა ბიზნეს იაპონურს, თავაზიანი საუბრის ფორმა “კეიგოს” და იაპონური საინფორმაციო გადაცემების, სტატიების კითხვა-გარჩევას.

JLPT N2 დონის სერტიფიკატის მოპოვების შემთხვევაში სტუდენტებს შეუძლიათ თავისუფლად დასაქმდნენ ან სწავლა გააგრძელონ იაპონიაში. ჩაბარების შემთხვევაში, იაპონიის მთავრობა განიჭებთ 10 ქულას მაღალკვალიფიციური უცხოელი პროფესიონალის სტატუსის ფარგლებში.

საიმიგრაციო ქულების სარგებლის შესახებ შეგიძლიათ დეტალური ინფორმაცია მიიღოთ ამ ბმულის მეშვეობით

მეოთხე კურსი JLPT N1 უმაღლესი დონე

კურსის ხანგრძლივობა: 3 წელი 

კურსის მიზანია, სტუდენტებმა შეძლონ იაპონური ლიტერატურის კითხვა, შინაარსის გამოტანა, საუნივერსიტეტო ნაშრომის წერა, იაპონურ ენაზე კვლევის ჩატარება, თარჯიმნობის უნარის გამომუშავება. სწავლის განმავლობაში ახალი იეროგლიფების რაოდენობა 1000-ს სცდება. 

JLPT N1 არის იაპონური ენის ცოდნის ყველაზე მაღალი დონის სერტიფიკატი. ჩაბარების შემთხვევაში, იაპონიის მთავრობა განიჭებთ 15 ქულას მაღალკვალიფიციური უცხოელი პროფესიონალის სტატუსის ფარგლებში.

საიმიგრაციო ქულების სარგებლის შესახებ შეგიძლიათ დეტალური ინფორმაცია მიიღოთ ამ ბმულის მეშვეობით

ზოგადი ინფორმაცია ცენტრის და ენის კურსების შესახებ:

იაპონური ენისა და კულტურის ცენტრი დაარსდა 2015 წელს.

ამ ეტაპზე საქართველოში ფუნქციონირებს მხოლოდ ერთი ფილიალი, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, მერაბ კოსტავას პირველ შესახვევში. ცენტრის მისამართის სანახავად ეწვიეთ ამ ბმულს

ცენტრში ენას ასწავლის 8 ქართველი და 2 იაპონელი სპეციალისტი. ქართველ იაპონური ენის მასწავლებლებს იაპონიაში უტარდებათ სპეციალური ხანგრძლივი ტრეინინგები სამასწავლებლო კვალიფიკაციის ასამაღლებლად, რომელსაც უზრუნველყოფს Japan Foundation-ის ურავას სასწავლო ცენტრი. აღნიშნული ტრეინინგი, საკუთარი გამოცდილება და ცენტრის მიერ შედგენილი იაპონური ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები ხელს უწყობს ჩვენს სტუდენტებს, რომ უფრო მარტივად და ხარისხიანად მიაღწიონ საკუთარ მიზნებს. სწავლის განმავლობაში იაპონური ენისა და კულტურის ცენტრი ითვალისწინებს ყველა სტუდენტის მიზანს და ინტერესს, ენის გაკვეთილებთან ერთად სტუდენტები ეცნობიან იაპონურ კულტურას და იაპონიაში ცხოვრებისა და მუშაობის შესახებ დეტალებს, რომელიც ეხმარება მათ როგორც იაპონიაში სწავლის გაგრძელებაში, ასევე იაპონური ცხოვრების რიტმთან სწრაფად ადაპტირებაში.

კვირის განმავლობაში ტარდება 3 ლექცია, ხანგრძლივობა – 1სთ და 30წთ, ჯგუფი შედგება 10-12 მოსწავლისგან.

ყოველი სასწავლო კურსის დასრულებისას სტუდენტზე გაიცემა დამოწმებული სერტიფიკატი იაპონურ ენაზე.

* სწავლის შეწყვეტა შესაძლებელია კურსის მიმდინარეობისას, თუმცა ამის შესახებ ადმინისტრაციას უნდა ეცნობოს 2 კვირით ადრე.

სტუდენტების მიღებასთან დაკავშირებით:

იაპონური ენისა და კულტურის ცენტრშიი სტუდენტების მიღება არის სასწავლო წლის განმავლობაში სამჯერ. ჯგუფები დგება ასაკის მიხედვით, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მოსწავლის მინიმალური ასაკი არის 10 წელი.

წინასწარ რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მოცემული ბმულების მეშვეობით:
სექტემბერი რეგისტრაცია
იანვარი რეგისტრაცია
მარტი რეგისტრაცია

სწავლის დაწყებამდე 1 კვირით ადრე თუ ვერ მოხერხდება თქვენთან დაკავშირება,

შეგიძლიათ მოგვწეროთ ჩვენს ელ.ფოსტაზე: info@japan.ge

* თუ ფლობთ იაპონურ ენას გარკვეულ დონეზე და არ გსურთ თავიდან დაწყება, ჩვენი სპეციალისტების შეფასების მიხედვით დაემატებით უკვე არსებულ ჯგუფს.

გადასახადის შესახებ:

ენის კურსების ყოველთვიური საფასური შეადგენს 200 ლარს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ იაპონელი მასწავლებლის ლექციების დაწყების შემდგომ სწავლის ქირა იზრდება 30 ლარის რაოდენობით.

სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ბანკის, ინტერნეტ ბანკინგის და ექსპრეს აპარატების მეშვეობით. გადასახადი უნდა დაიფაროს  წინსწრებით.

ამასთან, წიგნების სემესტრული ღირებულებაა 120 ლარი. იაპონური ენისა და კულტურის ცენტრში სასწავლო წელი შედგება 3 სემესტრისგან.

შესაძლებელია სატესტო პერიოდის გავლა 1 თვის განმავლობაში, როდესაც გადაიხდით მხოლოდ 200 ლარს და წიგნების საფასურს. თუ გადაწყვეტთ სწავლის გაგრძელებას სწავლის ქირის გადახდა მოხდება კვარტალურად, პირველი წლის განმავლობაში ყოველ 3 თვეში ერთხელ (600 ლარი). 

გაითალისწინეთ, რომ სწავლის შეწყვეტის შემთხვევაში, თანხა უკან არ ბრუნდება. 

სასწავლო წლის დასრულების შემდგომ სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, სექტემბრის თვის გადასახადი უნდა დაიფაროს წინასწარ, 15 ივლისამდე.

სწავლის ქირის შეტანა უნდა მოხდეს დათქმული ვადიდან 1 კვირის განმავლობაში,  წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსწავლე ავტომატურად გამოეთიშება სასწავლო პროცესს. 

სამუშაო განრიგი

სამუშაო საათები [ორშ-პარ] 14:00~19:00
[შაბათი]   14:00~18:00
დასვენების დღეები კვირა, დღესასწაულები

დასვენების დღეები:
30 დეკემბერი – 14 იანვრის ჩათვლით – ახალი წელი, შობის ბრწყინვალე დღესასწაული

*ახალი წლის და სააღდგომო უქმე დღეების კვირეულში სწავლის საფასურის გადახდის გრაფიკი არ იცვლება, გაცდენილი გაკვეთილები აღდგება წლის განმავლობაში, ხოლო სხვა, უქმედ გამოცხადებული დასვენების დღეები აღდგენას არ ექვემდებარება
8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;
9 აპრილი — საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, საქართველოს თავისუფლებისა და ერთიანობისთვის დაღუპულთა მოხსენიების დღე;
სააღდგომო დღეები: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე (აღდგომის შემდეგი ორშაბათი);
26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;
14 ოქტომბერი – მცხეთობა;
23 დეკემბერი – იაპონიის იმპერატორის დაბადების დღე

საზაფხულო დასვენებ 15 ივლისიდან-სექტემბრამდე

დამატებით შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ : info@japan.ge

გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელს!

2 thoughts on “იაპონური ენის კურსები”

    1. გამარჯობა,

      თქვენი საკონტაქტო ტელეფონი თუ შეიძლება,

      მადლობა წინასწარ

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *