იაპონური ზაფხულის ფესტივალი “ნაცუ მაცური”

„გახსოვს ის დაუვიწყარი ზაფხულის ცხელი დღე, როცა ერთად იაპონურ ზაფხულის ფესტივალს ვსტუმრობით?“

იაპონიაში „ნაცუ მაცური“, ანუ ზაფხულის ფესტივალი ტკბილ მოგონებებთან და ლაღ, ახალგაზრდობის დღეებთან ასოცირდება.

ჩვენ 2015 წლიდან ვცდილობთ იაპონური მაცურის სული შემოვიტანოთ საქართველოში და ქართულ საზოგადოებას დაუვიწყარი იაპონური გამოცდილება გავუზიაროთ.

სტუმრებს დაგხვდებათ იაპონური გარემო სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ სხვადასხვა საფესტივალო კერძები, იხილოთ ტრადიციული საფესტივალო ცეკვა, მოირგოთ კიმონო და დროებით გაერიდოთ ქალაქის დატვირთულ ყოველდღიურობას.  ნაცუ მაცურის ფესტივალზე განთავსებული იქნება ანიმესა და მანგას კუთხეები, ჩატარდება ქოსფლეი კონკურსი, ხოლო მათ ვისაც გიყვართ სიმღერა – გეძლევათ უნიკალური შანსი რომ ბევრი მაყურებლის წინაშე წარდგეთ!

2023 წლის ფესტივალზე ძალიან დიდი სიახლე მოგიმზადეთ – იაპონური ოცნებების ახდენის შანსი! ფესტივალს ექსკლუზიურად ესტუმრება იაპონიის წამყვანი ტელეარხი – TV ტოკიოს გადამღები ჯგუფი, რომელიც შეარჩევს იაპონური კულტურით გატაცებულ ადამიანებს და უფასოდ ამოგზაურებს მათ იაპონიაში!

ჩვენ მხოლოდ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან – დაგვეხმარეთ იაპონური საფესტივალო სულის შექმნაში და შენარჩუნებაში –  გაამხნევეთ სცენაზე გამოსული მონაწილეები და გაერთეთ ჩვენთან ერთად!

დააჭირეთ ქვემოთ მოცემულ სურათს და გაიარეთ რეგისტრაცია 5 ივნისამდე:

საკვები/სასმელი დახლის გახსნა მსურს!
სხვა ტიპის დახლის გახსნა მსურს!
omatsuri_happi_girl
მინდა, რომ ფესტივალზე მოხალისე ვიყო!
ქოსფლეი კონკურსში მსურს მონაწილეობის მიღება!
FJat7n0VkAI2hpb
მინდა, რომ ფესტივალზე ყველას წინაშე ვიმღერო!

2023 წლის “ნაცუ მაცური”-ს მხარდამჭერი ორგანიზაციები და კომპანიები: 

როგორი იყო წინა წლებში გამართული “ნაცუ მაცური?”