ზოგადი ინფორმაცია

იაპონური ენისა და კულტურის ცენტრი დაარსდა 2015 წელს. ამ ეტაპზე საქართველოში ფუნქციონირებს მხოლოდ ერთი ფილიალი თბილისში.
კავკასიის რეგიონში ჩვენი დაწესებულება პირველ ადგილზეა მოსწავლეთა სერტიფიკატების და იაპონიაში გაცვლით პროგრამებში სრული დაფინანსების მოპოვებით.
ჩვენს ცენტრში იაპონურ ენას ასწავლის 8 ქართველი და 2 იაპონელი სპეციალისტი.
ქართველ იაპონური ენის მასწავლებლებს ყოველწლიურად იაპონიაში უტარდებათ სპეციალური ხანგრძლივი ტრეინინგები სამასწავლებლო კვალიფიკაციის ასამაღლებლად, რომელსაც უზრუნველყოფს Japan Foundation-ის ურავას სასწავლო ცენტრი.
აღნიშნული ტრეინინგი, საკუთარი გამოცდილება და ცენტრის მიერ შედგენილი იაპონური ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები, კურიკულუმი ხელს უწყობს ჩვენს სტუდენტებს, რომ უფრო მარტივად აითვისონ იაპონური ენა და მალევე მიაღწიონ დასახულ მიზნებს.
სწავლის განმავლობაში იაპონური ენისა და კულტურის ცენტრი ითვალისწინებს ყველა სტუდენტის მიზანს და ინტერესს, ენის გაკვეთილებთან ერთად სტუდენტები ეცნობიან იაპონურ კულტურას და იაპონიაში ცხოვრებისა და მუშაობის შესახებ დეტალებს, რომელიც ეხმარება მათ როგორც იაპონიაში სწავლის გაგრძელებაში, ასევე იაპონური ცხოვრების რიტმთან სწრაფად ადაპტირებაში.
ყოველი სასწავლო კურსის დასრულებისას სტუდენტზე გაიცემა დამოწმებული სერტიფიკატი იაპონურ ენაზე.

იაპონური ენის კურსები JLPT დონის მიხედვით:

კურსის ხანგრძლივობა:
ნელი ტემპი: 1 წელი და 5 თვე (კვირაში 2-ჯერ)
რეკომენდირებული ტემპი: 1 წელი (კვირაში 3-ჯერ)
პირველ კურსზე იაპონური ენისა და კულტურის ცენტრში სტუდენტები შეისწავლიან ორი დონის მასალას (N5-N4). თორმეტი თვის განმავლობაში შეისწავლება იაპონური ანბანი ჰირაგანა, კატაკანა, გრამატიკა და 300 იეროგლიფი. თავდაპირველად ენას შეგასწავლით ქართველი სენსეი, კურსის დაწყებიდან 6-7 თვეში კი სწავლის პროცესს შემოუერთდება იაპონელი მასწავლებელიც. კურსის მიზანია, რომ სტუდენტებმა 1 წლის განმავლობაში შეძლონ იაპონურად მარტივი სასაუბრო დიალოგების წარმართვა, წერა-კითხვა და ასევე ზოგადად გაეცნონ იაპონურ კულტურას.
JLPT N5 და N4 საწყისი დონე - 1 წელი
ჰირაგანა, კატაკანა, გრამატიკა, 300 იეროგლიფი
კურსის ხანგრძლივობა:
ნელი ტემპი: 2 წელი და 5 თვე (კვირაში 2-ჯერ)
რეკომენდირებული ტემპი: 1 წელი და 5 თვე (კვირაში 3-ჯერ)
მეორე კურსზე ისწავლება JLPT N3-ის მასალა კურსის მიზანია, რომ სტუდენტებმა შეძლონ იაპონურად საშუალო დონის სასაუბრო დიალოგების წარმართვა და წერა-კითხვა გამართული ინტონაციით. ამავდროულად ისწავლონ შედარებით რთული გრამატიკული კონსტრუქციების გამოყენება და ჩამოუყალიბდეთ იაპონურად სწრაფად საუბრის უნარი. კურსის განმავლობაში სტუდენტები სწავლობენ 400 იეროგლიფს და იაპონური კულტურის დამახასიათებელ მნიშვნელოვან დეტალებს.
JLPT N3 საშუალო დონე - 1 წელი და 5 თვე
400 იეროგლიფი, გრამატიკა, საუბრის კულტურა
კურსის ხანგრძლივობა:
ნელი ტემპი: 3 წელი და 2 თვე (კვირაში 2-ჯერ)
რეკომენდირებული ტემპი: 2 წელი და 3 თვე (კვირაში 3-ჯერ)
კურსის მიზანია, სტუდენტებმა შეძლონ რთული დიალოგების წარმართვა და რთული ტექსტების წერა-კითხვა, ისწავლება მაღალი საფეხურის გრამატიკა, ასევე შეისწავლიან დამატებით 500 იეროგლიფს. ძირითადი ყურადღება ეთმობა ბიზნეს იაპონურს, თავაზიანი საუბრის ფორმა “კეიგოს” და იაპონური საინფორმაციო გადაცემების, სტატიების კითხვა-გარჩევას. JLPT N2 დონის სერტიფიკატის მოპოვების შემთხვევაში სტუდენტებს შეუძლიათ თავისუფლად დასაქმდნენ ან სწავლა გააგრძელონ იაპონიაში. ჩაბარების შემთხვევაში, იაპონიის მთავრობა განიჭებთ 10 ქულას მაღალკვალიფიციური უცხოელი პროფესიონალის სტატუსის ფარგლებში.
JLPT N2 მაღალი დონე - 2 წელი და 3 თვე
500 იეროგლიფი, გრამატიკა, თავაზიანი საუბარი კეიგო
კურსის ხანგრძლივობა:
ნელი ტემპი: 4 წელი და 2 თვე (კვირაში 2-ჯერ)
რეკომენდირებული ტემპი: 3 წელი (კვირაში 3-ჯერ)
კურსის მიზანია, სტუდენტებმა შეძლონ იაპონური ლიტერატურის კითხვა, შინაარსის გამოტანა, საუნივერსიტეტო ნაშრომის წერა, იაპონურ ენაზე კვლევის ჩატარება, თარჯიმნობის უნარის გამომუშავება. სწავლის განმავლობაში ახალი იეროგლიფების რაოდენობა 1000-ს სცდება. JLPT N1 არის იაპონური ენის ცოდნის ყველაზე მაღალი დონის სერტიფიკატი. ჩაბარების შემთხვევაში, იაპონიის მთავრობა განიჭებთ 15 ქულას მაღალკვალიფიციური უცხოელი პროფესიონალის სტატუსის ფარგლებში.

JLPT N1 უმაღლესი დონე - 3 წელი
1000+ იეროგლიფი, ლიტერატურული იაპონური, საუნივერსიტეტო ნაშრომის წერა, თარჯიმნობის უნარი

რა ღირს ცენტრში სწავლა?

წიგნების სემესტრული ღირებულება: 120 ლარი იაპონური ენისა და კულტურის ცენტრში სასწავლო წელი შედგება 3 სემესტრისგან. გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1სთ 30წთ სასწავლო წლის დასრულების შემდგომ სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, სექტემბრის თვის გადასახადი უნდა დაიფაროს წინასწარ, 15 ივლისამდე.

ენის კურსების ყოველთვიური საფასური განისაზღვრება თუ რომელ სწავლის ტემპს აირჩევთ: 

  • ნელი: 150 ლარი (კვირაში 2-ჯერ) 
  • რეკომენდირებული: 200 ლარი (კვირაში 3-ჯერ)

მოსწავლე თავად ირჩევს გადახდის სასურველ გრაფიკს:

  • ყოველთვიური – გადასახადს იხდით ყოველთვიურად წინასწარ, ყოველი თვის 12 რიცხვამდე
  • კვარტალური – გადასახადს იხდით 3 თვეში ერთხელ, 3 თვის წინსწრებით 12 რიცხვამდე
  • წლიური – 10 თვის გადასახადს იხდით წინსწრებით, სწავლის დაწყებიდან მე-2 თვიდან ( 20%-იანი ფასდაკლება )
სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ბანკის, ინტერნეტ ბანკინგის და ექსპრეს აპარატების მეშვეობით. სწავლის ქირის გადახდისას, დანიშნულების ველში აუცილებლად უნდა მიუთითოთ მოსწავლის სახელი და გვარი და შეინახოთ გადახდის ქვითარი.  გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ იაპონელი მასწავლებლის ლექციების დაწყების შემდგომ სწავლის საფასური იზრდება 30 ლარის რაოდენობით.

რას ნიშნავს ჰიბრიდული სწავლების მეთოდი?

პანდემიის და თანამედროვე ცხოვრების სტილის გათვალისწინებით, იაპონურ ენისა და კულტურის ცენტრში შეიქმნა ჰიბრიდული სწავლების მეთოდი. 

აღნიშნული მეთოდით სტუდენტი თავად ირჩევს თუ როგორ დაესწრება ლექციას – დისტანციურად ზუმის მეშვეობით ან ჩვენს დაწესებულებაში არსებულ სალექციო ოთახში. 

ცენტრში ჰიბრიდული სწავლების მოდელი 2020 წლიდან ამუშავდა. 

დაწესებულებაში განთავსებულია სწავლებისთვის საჭირო ყველა ინვენტარი – სპეციალური მიკროფონ-სპიკერები, Wacom-ის საწერი დაფები, პროექტორები და კომპიუტერები.

წინასწარი რეგისტრაცის გავლა

წინასწარი რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია წელიწადის ნებისმიერ დროს. როდესაც ჯგუფები შედგება, კურატორი წინასწარ დაგიკავშირდებათ ტელეფონის მეშვეობით და მოგახსენებთ არსებულ განრიგს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტელეფონით დაკავშირება ხდება, სწავლის დაწყებამდე 2 კვირით ადრე. 

სექტემბრის მიღება

წინასწარი რეგისტრაციისთვის შეავსეთ ეს ფორმა

ნოემბრის მიღება

წინასწარი რეგისტრაციისთვის შეავსეთ ეს ფორმა

იანვრის მიღება

წინასწარი რეგისტრაციისთვის შეავსეთ ეს ფორმა

მარტის მიღება

წინასწარი რეგისტრაციისთვის შეავსეთ ეს ფორმა

  • სწავლის განმავლობაში  ჯგუფის შეცვლა შესაძლებელია,
  • ამის შესახებ უნდა აცნობოთ ცენტრს წინასწარ, 10 დღით ადრე. 
  • სწავლის დასრულებისას ცენტრი გასცემს იაპონურ ენოვან სერტიფიკატს, ამავედროს ჩვენი მოსწავლეები რეგულარულად აბარებენ JLPT-ის სასერტიფიკატო გამოცდას და ენიჭებათ იაპონური ენის ცოდნის დამადასტურებელი უვადო სერტიფიკატი. 

თუ წელიწადის განმავლობაში რამდენიმეჯერ დაფიქსირდა სწავლის ქირის დაგვიანება, ცენტრი იტოვებს უფლებას რომ მოსწავლეს შეუზღუდოს გაკვეთილებზე წვდომის უფლება.  

იაპონურ ენისა და კულტურის ცენტრში ისწავლება მხოლოდ იაპონური.  

სწავლის შეწყვეტის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა დაუკავშირდეთ ცენტრს და აცნობოთ თქვენი გადაწყვეტილება სწავლის საფასურის დაფარვამდე 10 დღით ადრე.  ცენტრის დატოვების შესახებ გაუფრთხილებლობის შემთხვევაში სწავლის ქირა არ ანაზღაურდება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პედაგოგის გაფრთხილების საფუძველზე ცენტრში სწავლების შეწყვეტა არ ხორციელდება.

 

მასწავლებელთან გასაუბრება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ცენტრი არ წარმოადგენს სკოლას, შესაბამისად ჩვენი მხრიდან არ ხორციელდება მშობლების სისტემატიური ინფორმირება  მოსწავლის დასწრებისა და აქტიურობის შესახებ. 

30 დეკემბერი – 14 იანვრის ჩათვლით – ახალი წელი

შობის ბრწყინვალე დღესასწაული *ახალი წლის და სააღდგომო უქმე დღეების კვირეულში სწავლის საფასურის გადახდის გრაფიკი არ იცვლება, გაცდენილი გაკვეთილები აღდგება წლის განმავლობაში, ხოლო სხვა, უქმედ გამოცხადებული დასვენების დღეები აღდგენას არ ექვემდებარება 

8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე

9 აპრილი — საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე

სააღდგომო დღეები: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე (აღდგომის შემდეგი ორშაბათი)

26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

14 ოქტომბერი – მცხეთობა

საპრეზიდენტო/საპარლამენტო არჩევნების დღე(ები) 

23 დეკემბერი – იაპონიის იმპერატორის დაბადების დღე 

საზაფხულო დასვენება 15 ივლისიდან-სექტემბრამდე

ზამთრის დასვენება 30 დეკემბრიდან-14 იანვრამდე

ცენტრის კონტრაქტის და შინაგანაწესის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ქვემოთ მოცემული ბმულების მეშვეობით: 

სრულწლოვანთათვის

არასრუწლოვანთათვის

*საჭიროებს მშობლის ან სრულწლოვანი წარმომადგენლის ინფორმაციის მითითებას

შეიძლება, თუ არა რომ ცენტრში გავაგრძელო სწავლა?

თუ თქვენ უკვე ფლობთ იაპონურ ენას გარკვეულ დონემდე, შეგიძლიათ სწავლა გააგრძელოთ ჩვენს ცენტრში. ამისათვის საჭიროა წელიწადის ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეთ ტელეფონის,იმეილის ან ფეისბუქის საშუალებით.
ჩვენი კურატორები მალევე დაგაკვალიანებთ, შემოწმდება თქვენი ცოდნა და განთავსთდებით ისეთ ჯგუფში, რომელიც ყველაზე კარგად იქნება მორგებული თქვენი იაპონურის ცოდნის დონეს.

ჩვენი ცენტრის წარმატებული სტუდენტები, რომლებმაც მოიპოვეს სრული დაფინანსება და სწავლას აგრძელებენ იაპონიაში:

გიორგი, ოსაკა
ელენე, ნარა
მარიამი, ნაგოია
ბესო, ნაგოია
მარკო, ტოკიო
ქეთა, ტოკიო
თამუნა, ნაგოია
მალე გამოვავლენთ
მალე გამოვავლენთ
აქ შეიძლება შენ იყო
აქ შეიძლება შენ იყო
აქ შეიძლება შენ იყო