JLPT – იაპონური ენის დონის განმსაზღვრელი ტესტი

JLPT არის იაპონური ენის დონის განმსაზღვრელი ტესტი, რომელიც ყოველწლიურად ტარდება მთელს მსოფლიოში.

ჩაბარების შემთხვევაში იაპონიიდან გეგზავნებათ იაპონური ენის ცოდნის დამადასტურებელი უვადო სერტიფიკატი, რომელიც დაგეხმარებათ დასაქმების ან იაპონიაში უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვებაში. 

JLPT განიმარტება, როგორც Japanese Language Proficiency Test, იაპონურად კი “ნიჰონგო ნორიოკუ შიკენ”-ს უწოდებენ. 

JLPT-ის მიხედვით იაპონური ენის დონე განისაზღვრება N სიმბოლოთი და იყოფა 5 საფეხურად. 

N5 დონე ყველაზე ადვილია, ხოლო N1 კი ყველაზე რთული.

როდის ტარდება გამოცდა? შესაძლებელია თუ არა საქართველოში ჩაბარება?

JLPT-ის ტესტირება ყოველი წლის ივლისისა და დეკემბრის თვის პირველ კვირა დღეს ტარდება.

საქართველოში ტესტირება ტარდება წელიწადში ერთხელ, დეკემბერში.

რეგისტრაცია იწყება აგვისტოში და სრულდება სექტემბერში. 

თუ გსურთ რომ სხვა ქვეყანაში ჩააბაროთ ეს ტესტი, იხილეთ ამ ბმულში ქვეყნების სია, სადაც არის JLPT-ის ოფიციალური ცენტრები განთავსებული.

იაპონური ენისა და კულტურის ცენტრის მოსწავლეების JLPT-ის სტატისტიკა 

კავკასიის რეგიონში იაპონურ ენისა და კულტურის ცენტრს ყველაზე მეტი JLPT სერტიფიკატი აქვს მოპოვებული. სტატისტიკის მიხედვით, გამოცდაზე გასული ცენტრის სტუდენტების 87% წარმატებით აბარებს გამოცდას და ენიჭება შესაბამი JLPT-ის დონის განმსაზღვრელი სერტიფიკატი.

2016 წელი – 20 სტუდენტი 

2017 წელი – 35 სტუდენტი

2018 წელი – 50 სტუდენტი 

2019 წელი – 48 სტუდენტი

*გაითვალისწინეთ, რომ ზოგჯერ ეს მონაცემები სხვადასხვა ქვეყანას არ ემთხვევა, გთხოვთ მიმართოთ სასურველი ქვეყნის ლოკალურ კომიტეტს დეტალური ინფორმაციისთვის.

ტესტის მოთხოვნები

 

 

 

1 thought on “JLPT – იაპონური ენის დონის განმსაზღვრელი ტესტი”

  1. Pingback: იაპონური ენის კურსები – იაპონური ენისა და კულტურის ცენტრი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *