რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი დაწესებულება?

იაპონური ენისა და კულტურის ცენტრი საქართველოში ერთადერთი დაწესებულებაა, სადაც მსურველებს შეუძლიათ სრულფასოვნად შეისწავლონ იაპონური ენა, მოიპოვონ დაფინანსება და შემდეგ გააგრძელონ სწავლა იაპონიაში.

უკვე 12 წელია, რაც ყოველწლიურად ჩვენი სტუდენტების 88% წარმატებულად აბარებს იაპონური ენის დონის განმსაზღვრელ ტესტირება JLPT-ის, რის შედეგად მათ ეგზავნებათ იაპონური ენის ცოდნის დამადასტურებელი უვადო სერტიფიკატი, რომელიც გაიცემა იაპონიის განათლების სამინისტორს მიერ.

აღნიშნული სერტიფიკატების მოპოვების შემდეგ, სტუდენტებს ეძლევათ საშუალება რომ მიიღონ მონაწილეობა ცენტრში არსებულ ექსკლუზიურ გაცვლით პროგრამებში და მოიპოვონ სრული დაფინანსება იაპონიაში სწავლის გასაგრძელებლად, რაც ითვალისწინებს მგზავრობის, სწავლის გადასახადსა და ყოველთვიურ ხარჯების სრულ დაფარვას.

2015 წლიდან ჩვენი დაწესებულება კავკასიის რეგიონში ყოველწლიურად რეიტიგინგით 1# ადგილს ინარჩუნებს.
ჩვენს დაწესებულებაში იაპონური ენის სწავლების მეთოდი მუდმივად ახლდება, მისდევს იაპონიის განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ სწავლების რეგულაციებს და თანამედროვე ტენდენციებს.

მოიპოვეს სრული დაფინანსება და იაპონიაში გაემგზავრნენ:

2024 წელს იაპონური ენისა და კულტურის ცენტრს იაპონიის ელჩმა გადასცა სპეციალური სიგელი - იაპონური ენისა და კულტურის განათლების მეშვეობით იაპონია-საქართველოს შორის მეგობრობისა და კეთილგანწყობის ხელშეწყობისთვის.
※ იაპონიის ელჩები ან კონსულები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ან რეგიონში ასრულებენ მისიას, აღნიშნულ სიგელს გადასცემენ იმ პირებს ან ორგანიზაციებს, რომელთაც დიდი წვლილი აქვთ შეტანილი იაპონიასა და სხვა ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და მეგობრობის ხელშეწყობაში.

2023 წელს Nippon Foundation-მა ცენტრის ბიბლიოთეკას გამოუგზავნა 100 წიგნი იაპონიის ისტორიის, კულტურის და ლიტერატურის შესახებ.
2021 წელს Japan Foundation-მა ცენტრის ბიბლიოთეკას გამოუგზავნა 50-ზე მეტი ახალი იაპონური ენის სახელმძღვანელო

ქართველ იაპონური ენის მასწავლებლებს ყოველწლიურად იაპონიაში უტარდებათ სპეციალური ხანგრძლივი ტრეინინგები სამასწავლებლო კვალიფიკაციის ასამაღლებლად, რომელსაც უზრუნველყოფს ტოკიოში მდებარე Japan Foundation-ის ურავას სასწავლო ცენტრი.
ცენტრში ენის გაკვეთილებთან ერთად სტუდენტები ეცნობიან იაპონურ კულტურას, იაპონიაში ცხოვრებისა და მუშაობის შესახებ დეტალებს, რომელიც ეხმარება მათ როგორც იაპონიაში სწავლის გაგრძელებაში, ასევე იაპონური ცხოვრების რიტმთან სწრაფად ადაპტირებაში.

ნელი

170 ყოველთვიურად
  • 8 გაკვეთილი
  • 90 წუთი
  • ჰიბრიდული სწავლება

რეკომენდირებული

200 ყოველთვიურად
  • 12 გაკვეთილი
  • 90 წუთი
  • ჰიბრიდული სწავლება

რეკომენდირებული

-20% 10 თვის წინსწრებით დაფარვა
  • 12 გაკვეთილი
  • 90 წუთი
  • ჰიბრიდული სწავლება
პოპულარული

იაპონიაში გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის ან სამუშაოს ძებნის შემთხვევაში, სტუდენტმა უნდა გადააგზავნოს არაერთი საბუთი, მათ შორის იაპონური ენის სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რომელ დაწესებულებაში ეუფლებოდა ის იაპონურ ენას და რამდენი საათი დაუთმო მან ამ ენის შესწავლას. ამ დოკუმენტის გაცემა კი ხდება იაპონური ენისა და კულტურის ცენტრის მხრიდან.
*გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული დოკუმენტის გაცემა არ ხდება კერძო მასწავლებლისგან. თვითნებურად გაცემის შემთხვევაში კი იაპონური მხარე მას არ ჩათვლის ვალიდურად.

იაპონური ენისა და კულტურის ცენტრში კურატორები და მასწავლებლები სტუდენტებს ყოველთვის ეხმარებიან რეალური მიზნების დასახვაში და კარიერული განვითარების მეთოდების განსაზღვრაში. ცენტრში ქართველ სპეციალისტებთან ერთად იაპონურ ენას იაპონელი პედაგოგებიც ასწავლიან, რაც სტუდენტებს უადვილებს მომავალში იაპონელებთან კონტაქტში შესვლას და საერთო ენის გამონახვას.

ჩვენი სტუდენტების მორიგი წარმატება

2025 წელს საქართველოში იაპონიის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა "იაპონურად სიტყვით გამოსვლის კონკურსი",
სადაც 5 გამარჯვებული ადგილი იაპონური ენისა და კულტურის ცენტრის მოსწავლეებმა მოიპოვეს!

კონკურსი სამ კატეგორიად იყო დაყოფილი:

მაღალი დონე
I ადგილი - გიორგი მამალაძე

საშუალო დონე
II ადგილი - მარიამ ჭიჭიკაშვილი

დაწყებითი დონე
I ადგილი - ნინო ჯუღელი
III ადგილი - ნინო სულიკაშვილი

სიგელი გაწეული ძალისხმევისთვის გადაეცა ჩვენს ერთ-ერთ მოსწავლესაც:
გიორგი კავლელიშვილი

ვორქშოპები ყველასთვის!

იაპონურ ენისა და კულტურის ცენტრში შეგიძლიათ დაესწროთ სხვადასხვა თემატურ ვორქშოპებს:

ორიგამი ქაღალდის კეცვის ხელოვნება
იაპონური ჩაის ცერემონია
კიმონოს ჩაცმის ვორქშოპი
შოდო კალიგრაფია
მანგა ილუსტრაციის შექმნა

ვორქშოპებზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს!
*იაპონური ენისა და კულტურის ცენტრის სტუდენტებზე ვრცელდება 50%-იანი ფასდაკლება

იცოდით, რომ ცენტრში იაპონური მანგების და ლიტერატურის ბიბლიოთეკა გვაქვს?
ჩვენი მიზანია, რომ იაპონური ენის სწავლების განმავლობაში სტუდენტებს შევუნარჩუნოთ მოტივაცია და ამავე დროს მივცეთ შესაძლებლობა, რომ გაეცნონ იაპონურ სუბკულტურებს, ისტორიას, მხატვრობასა და ლიტერატურას.

ცენტრის ბიბლიოთეკაში ამჟამად არის განთავსებული 4000-ზე მეტი მანგის ტომეული, იაპონური ლიტერატურისა და კულტურის შესახებ წიგნები ინგლისურ და ქართულ ენაზე.

2023 წელს Nippon Foundation-მა ცენტრის ბიბლიოთეკას გამოუგზავნა 100 წიგნი იაპონიის ისტორიის, კულტურის და ლიტერატურის შესახებ.

2021 წელს Japan Foundation-მა ცენტრის ბიბლიოთეკას გამოუგზავნა 50-ზე მეტი ახალი იაპონური ენის სახელმძღვანელო

არ გამოტოვოთ ყველაზე უნიკალური ფესტივალი თბილისში! 

იაპონური ფესტივალი მაცური 2025 წლის 20 დეკემბერს დაბრუნდება