კვალიფიციური მასწავლებლები

იაპონურ ენისა და კულტურის ცენტრში ყველა მასწავლებელს აქვთ მიღებული JLPT-ის, იგივე იაპონური ენის ცოდნის მაღალი საფეხურის სერტიფიკატები, რომელიც გაცემულია იაპონიის განათლების სამინისტროს მიერ.
ცენტრის მასწავლებლები ხშირად მიემგზავრებიან იაპონიაში ურავას ენის ინსტიტუტში იაპონური ენის სამასწავლებლო კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

იაპონიაში სწავლის გაგრძელება

ჩვენი ცენტრი თანამშრომლობს იაპონურ უნივერსიტეტებთან და დასაქმების სააგენტოებთან. ცენტრის სტუდენტები გადიან ინდივიდუალურ კონსულტაციებს კურატორებთან, რომლებიც ეხმარებიან მათ საკუთარი მიზნების მიღწევაში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ცენტრის სტუდენტების წარმატებები და მათი კარიერული გზის სწორად დაგეგმვა.

ადაპტირებული სახელმძღვანელოები

სტუდენტები იყენებენ ცენტრის მიერ ადაპტირებულ და დამუშავებულ მასალებს ქართულ ენაზე, რომელიც უადვილებთ მათ იაპონური ენის შესწავლას.
ჩვენი ცენტრის მიერ შედგენილი მასალა სხვა დაწესებულებებში არ გამოიყენება.
იაპონურ ენისა და კულტურის ცენტრში სასწავლო მასალები ყოველწლიურად ახლდება. 2021 წელს იაპონიის ფონდისგან ჩვენ გადმოგვეცა 50-ზე მეტი ახალი სახელმძღვანელო.

რა ღირს ცენტრში იაპონური ენის შესწავლა? 

შეიძლება თუ არა ონლაინ რეჟიმში სწავლა?

რა ასაკიდან შეიძლება დაწყება? 

რამდენ ხნიანი კურსია? 

წიგნები სად უნდა შევიძინოთ?

სრული ინფორმაცია შეგიძლიათ  იხილოთ  ჩვენს გვერდზე დააჭირეთ აქ

ჩვენი ცენტრის წარმატებული სტუდენტები, რომლებმაც მოიპოვეს სრული დაფინანსება და სწავლას აგრძელებენ იაპონიაში:

გიორგი, ოსაკა
ელენე, ნარა
მარიამი, ნაგოია
ბესო, ნაგოია
მარკო, ტოკიო
ქეთა, ტოკიო
თამუნა, ნაგოია
მალე გამოვავლენთ
მალე გამოვავლენთ
აქ შეიძლება შენ იყო
აქ შეიძლება შენ იყო
აქ შეიძლება შენ იყო

რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი დაწესებულება?

იაპონური ენისა და კულტურის ცენტრი დაარსდა 2015 წელს. ცენტრში შექმნილია სასწავლო პროგრამა, რომლის დიდი ნაწილიც ადაპტირებულია ქართულ ენაზე, რაც ხელს უწყობს იაპონური ენის მართებულად და ადვილად შესწავლას.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ აღნიშნულ კითხვებს:

იაპონური კულტურის ფესტივალი "ბუნკასაი თბილისი"

ცენტრში კურსები დაყოფილია საერთაშორისოდ აღიარებული JLPT-ის ტესტირების დონეების მიხედვით.

JLPT არის იაპონური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტირება, რომელიც უკვე საქართველოშიც ტარდება წელიწადში 2 ჯერ. 

წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში სტუდენტებს იაპონიიდან ეგზავნებათ იაპონური ენის ცოდნის დამადასტურებელი უვადო სერტიფიკატი, რომელიც გაცემულია იაპონიის ფონდისა და განათლების სამინისტროს მიერ.

ეს სერტიფიკატი მოსწავლეებს ხელს უწყობს იაპონიაში  დასაქმებაში ან  იაპონიაში უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებაში. 

ჩვენი ცენტრი კავკასიის რეგიონში ლიდერია JLPT სერტიფიკატის მოპოვების რეიტინგით. ყოველწლიურად ცენტრის 85%-ზე მეტი სტუდენტი წარმატებით აბარებს აღნიშნულ გამოცდას. 

იაპონურ ენისა და კულტურის ცენტრში შემოშავებული სწავლების სისტემა ენის სწავლების მსურველებს აძლევს საუკეთესო შედეგს ადეკვატურად განსაზღვრულ პერიოდში. 

ჩვენ ვიყენებთ იაპონიაში აღიარებულ სწავლების მეთოდებს, ახალ სახელმძღვანელოებს და ვეხმარებით ყველა სტუდენტს, რომ ჩამოუყალიბდეთ იაპონური ენის ათვისების სწორი მიდგომა. 

ჩვენი მეთოდის მიხედვით, ცენტრის სტუდენტების 85%-ზე მეტი ყოველწლიურად აბარებს იაპონური ენის განმსაზღვრელ ტესტირებას და იღებს  იაპონიის განათლების სამინისტროსა და იაპონიის ფონდის მიერ გაცემულ უვადო სერტიფიკატს. 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ სხვა ენებისგან განსხვავებით,  იაპონური ენის სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი შესწავლა უკეთესია ჯგუფური სწავლების მეთოდით. 

ამავედროს აუცილებლად გასათვალისწინებელია ის, რომ იაპონია არის უაღრესად ბიუროკრატიული ქვეყანა.

თუ სტუდენტი დააპირებს იაპონიაში გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას ან სამუშაოს პოვნას, მას ხშირად მოთხოვენ დამადასტურებელ დოკუმენტაციას, თუ რომელ დაწესებულებაში ეუფლებოდა ის იაპონურ ენას და რამდენი საათი დაეთმო შესწავლას. ამგვარი დოკუმენტაციის გაცემა კერძო მასწავლებლებს სამწუხაროდ არ შეუძლიათ, რის შედეგადაც სტუდენტები აწყდებიან რიგ პრობლემებს. 

იაპონური ენისა და კულტურის ცენტრში  კურატორები და მასწავლებლები სტუდენტებს ყოველთვის ეხმარებიან დაუსახონ რეალური მიზნები და კარიერული განვითარების გზები ან მეთოდები. 

სხვა დაწესებულებებისგან განსხვავებით ცენტრში ქართველ სპეციალისტებთან ერთად იაპონურ ენას კვალიფიკაციის მქონე იაპონელი პედაგოგებიც ასწავლიან, რაც სტუდენტებს უადვილებთ მომავალში იაპონელებთან კონტაქტში შესვლას და საერთო ენის გამონახვას. ამის  შედეგად ჩვენს სტუდენტებს უვითარდებათ  თავდაჯერებულობა და არ ექმნებათ უხერხულობის განცდის ბარიერი. 

იაპონური ენისა და კულტურის ცენტრი მაქსიმალურად ხელს უწყობს სტუდენტებს, რომ მომავალში სწავლა ან საქმიანი კარიერა გააგრძელონ იაპონიაში. ჩვენ ვთანამშრომლობთ იაპონურ დასაქმების კომპანიებთან, ენის კოლეჯებთან და უნივერსიტეტებთან. 

2015 წლიდან მოყოლებული, იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილ პროგრამებზე, სადაც ხდება სტუდენტების სრული დაფინანსება მაგისტრატურის ან საბაკალავრო პროგრამაზე, პროცენტულობით ლიდერობენ ჩვენი სტუდენტები.

ამავე დროს, ცენტრს აქვს ექსკლუზიური გაცვლითი პროგრამები იაპონურ უნივერსიტეტებთან, სადაც მხოლოდ ჩვენი რეკომენდაციის საფუძველზე  ყოველწლიურად სრულიად ფინანსდებიან ცენტრის წარმატებული სტუდენტები და სწავლას აგრძელებენ იაპონიაში. 

ცენტრში გაკვეთილები სრული ჰიბრიდული რეჟიმით ტარდება, რაც იმას ნიშნავს რომ მოსწავლე თავად ირჩევს სწავლების მეთოდს. შეგიძლიათ გაკვეთილებს დაესწროთ ონლაინ რეჟიმში ან ფიზიკურად ჩვენს დაწესებულებაში. 

ჩვენი პარტნიორი კომპანიები და მხარდამჭერი ორგანიზაციები

ჩვენი სტუდენტების ხმა

ცენტრში გავიცანი ახალი მეგობრები, რომელთაც საერთო ინტერესი და მიზნები აქვთ. აქ ყველას უყვარს იაპონური ენა და კულტურა. პირველი დღიდანვე საინტერესო თავგადასავლის დაწყების შეგრძნება დამეუფლა.
გვყავს იაპონელ მასწავლებელი, რაც ძალიან გვეხმარება კულტურული სხვაობის ბარიერის დასაძლევად.
ანა მიქიაშვილი
ძალიან მომეწონა გარემო, მასწავლებლები და ხელმძღვანელის დამოკიდებულება ჩვენს მიმართ. ცენტრი ყოველთვის გვამარაგებს თანამედროვე სასწავლო მასალით და გვაწვდის საინტერესო კულტურული ღონისძიებების, ასევე გაცვლითი პროგრამების შესახებ ინფორმაციას.
დავით ყიფშიძე
ხანდახან ღამე გვიანობამდე თუ ვრჩებით JLPT-ის სამეცადინოდ, სენსეებთან ერთად სუში საღამოსაც ვაწყობთ, მცირე განტვირთვა კი ძალიან გვეხმარება და უფრო მოტივირებულს გვხდის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აქ მე შევიძინე უამრავი ახლო მეგობარი.
ია ფერიძე
ცენტრში მოხვედრის შემდეგ, ჩემი უბრალი ინტერესი ენის მიმართ გარდაიქმნა აქტიურ მეცადინეობაში.
ჩვენ გვყავს იაპონელო მასწავლებელი, რაც ძალიან გვეხმარება კულტურული სხვაობის ბარიერის დასაძლევად.
მიხეილ ჭყონია

იცოდით, ცენტრში იაპონური მანგების და ლიტერატურის ბიბლიოთეკა რომ გვაქვს?

ჩვენი მიზანია, რომ იაპონური ენის სწავლების განმავლობაში სტუდენტებს შევუნარჩუნოთ მოტივაცია და ამავე დროს მივცეთ შესაძლებლობა, რომ გაეცნონ იაპონურ სუბკულტურებს, ისტორიას, მხატვრობას და ლიტერატურას.
ცენტრის ბიბლიოთეკაში ამჟამად არის განთავსებული 4000-ზე მეტი მანგის ტომეული, ასევე იაპონური ლიტერატურა იაპონურ, ინგლისურ და ქართულ ენაზე.